პროექტის პორტფოლიო
დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ ერთმანეთის პორტფოლიოები, მივეცით ერთმანეთს რჩევები, რეკომენდაციები. შემდეგ მოგვეცა დრო, რათა შესწორებები შეგვეტანა ჩვენს ნაშრომში.
ვთვლი, რომ თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს შორის ყველაზე ეფექტურია პროექტზე მუშაობა, რადგან მოსწავლეები ხდებიან სწავლების თანასწორი მონაწილეები, ისინი დამოუკიდებლად ახდენენ თავიანთი ცოდნის კონსტრუირებას, არიან მკვლევარები, ხდებიან აქტიურები და მიტივირებული.
კონფუცი ამბობდა:" მე მესმის და მავიწყდება,
მე ვხედავ და ვიმხსოვრებ,
მე ვაკეთებ და ვიგებ."
ვთვლი რომ ღირსეულად გავართვი თავი ტრენინგს, კმაყოფილი ვარ, უღრმესი მადლობა .
Friday, July 10, 2015
Thursday, July 9, 2015
მერვე დღე
დღეს გავიაზრე და შემდგომ აუცილებლად გამოვიყენებ ფასილიტაციას ტექნოლოგიებით .ეს დაეხმარება მოსწავლეებს მუშაობის სწორ მიმართულების შენარჩუნებაში,ასევე დამოუკიდებელ მუშაობაში.ვისწავლე ბმულის მიბმა ბლოგზე,რასაც გამოვიყენებ რათა მოქნილად და ჩქარა გადავიდე ხშირად გამოღენებად გვერდზე.
Tuesday, July 7, 2015
დღე მეშვიდე
კიდევ ერთხელ განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია ,მოვისმინე ჯგუფის რეკომენდაციები რაც დამეხმარება შემდგომ მუშაობაში. მეექვსე მოდულის თანახმად განვიხილეთ პროექტის დიფერენცირებული სწავლების ოთხი მეთოდი.კმაყოფილი დავრჩი გარდნერისა და ბლუმის მატრიცის განხილვით, რასაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.ვფიქრობ რომ ეს ზუსტად ის მიდგომაა რომლითაც შევძლებ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტის შედეგზე გასვლას.
Friday, July 3, 2015
დღე მეექვსე
დღეს მოვირგე მოსწავლის როლი და წარმოვადგინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, მივიღე რჩევები რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ და მოვახდენ რედაქტირებას. ვფიქრობ მოსწავლის როლმა დამაფიქრა და დამანახა ის რეალური პრობლემები რაც დავალების შესრულებისას წარმოიქმნება.
მე–5 მოდულით –მოსწავლეთა პროექტების შეფასება–დამანახა ის ძირითადი მოთხოვნები რომლებიც უშუალოდ კავშირშია მოსწავლის შესასრულებელ დავალებებთან.გავეცანი შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკას. ჩაშენებული რუბრიკები დამეხმარება ზუსტად და ობიეტურად მოვახდინო მოსწავლეთა შეფასებები.
მე–5 მოდულით –მოსწავლეთა პროექტების შეფასება–დამანახა ის ძირითადი მოთხოვნები რომლებიც უშუალოდ კავშირშია მოსწავლის შესასრულებელ დავალებებთან.გავეცანი შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკას. ჩაშენებული რუბრიკები დამეხმარება ზუსტად და ობიეტურად მოვახდინო მოსწავლეთა შეფასებები.
Thursday, July 2, 2015
დღე მეხუთე
დღე დატვირთული იყო სხვადასხვა ინფორმაციით. გავეცანი უკუკავშირების მნიშვნელობასა დაგამოყენებას. მოვირგე მოსწავლის როლი და შვქმენი სლაიდ შოუს მონახაზი. რაც შემდგომში დამეხმარება სწორად წავრმართო მუშაობა პროექტზე. კერძოდ, მოსწავლეებთან მომართებაში. ვიმუშავე სლაიდებზე და შევიძინე ბევრი ახალი უნარი.
Tuesday, June 30, 2015
დღე მეოტხე
დღეს განვსაზღვრე პროექტის პრობლემის გადაჭრის მეთოდები.გამოვიყენებ შეფასების ხუთ მეთოდს რაც დამეხმარება მოსწავლის მიერ შესრულებული დავალების შემოწმებასა და შეფასებისას.
Friday, June 26, 2015
დღე მესამე
მოვამზადე ზოგადი,ტემატური და შინაარსობრივი კითხვები დავგეგმე პროეკტის შინაარსობრივი ნაცილი
Thursday, June 25, 2015
Tuesday, June 23, 2015
День 1
დღეს ტრენინგზე მიღებულმა ინფორმაციამ ძალიან დამაინტერესა.ვთვლი, რომ თანამედროვე მასწავლებელი უნდა ფლობდეს უნარს, აითვისოს ახალი ტექნოლოგიები.ძალიან მინდა გავიგო და შემდეგ ეს ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო, რათა უკეთ დავგეგმო და ჩავატარო საგაკვეთილო პროცესი
Subscribe to:
Posts (Atom)